ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბიზნესს სჭირდება პროფესიონალური ნოუ-ჰაუ, იმისათვის, რომ გაიზარდოს და იყოს კონკურენტუნარიანი. ჩვენ ვიცით, რომ წარმატებულ საკონსულტაციო პროექტებს შეუძლია ბიზნესის ტრანსფორმირება, თუმცა ბევრ კომპანიას, რომელთანაც ვმუშაობთ, ადრე არასოდეს მიუმართავს გარე დახმარებისთვის რადგან მათ არ იციან ვის ენდონ.
აი აქ ვერთვებით ჩვენ. ჩვენ ვაკავშირებთ ბიზნესს ადგილობრივ კონსულტანტებთან სხვადასხვა ტიპის პროექტის განსახორციელებლად. ვაცნობთ პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს და ვთავაზობთ პროექტის ღირებულების თანადაფინასებას.
ჩვენთან მუშაობა
თუ თქვენ გაქვთ ვიწრო სპეციალიზაცია ან სთავაზობთ კლიენტებს მომსახურების ფართო სპექტრს, ჩვენ ვეძებთ ასეთ ექსპერტებს, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენს კლიენტებს თავიანთი მიზნების მიღწევაში.
ჩვენი კლიენტები მაღალხარისხიან მომსახურებას ითხოვენ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენთან მუშაობის მაქსიმალურ სიმარტივეს. ჩვენ მხარდაჭერას გაგიწევთ პროექტთან დაკავშირებული პროცესის განმავლობაში, დიაგნოსტიკის ეტაპიდან პროექტის დასრულებამდე, დაგეხმარებით დაამყაროთ სამუშაო ურთიერთობა კლიენტთან და უზრნველყოთ, რომ ყოველ პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული პირობები ჰქონდეს. ჩვენი შედეგები აშკარაა. ჩვენი კლიენტების 82 პროცენტს არასოდეს უმუშავია კონსულტანტთან. პროექტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ჩატარებული შეფასებების მიხედვით, ჩვენი კლიენტების 95 პროცენტი კვლავ აპირებს კონსულტანტის დაქირავებას, ხოლო დაახლოებით ნახევარმა კონსულტანტის განმეორებითი მომსახურებით უკვე ისარგებლა.
ჩვენთან მუშაობა ასევე ნიშნავს, რომ თქვენ შეუერთდებით 8,500-ზე მეტი პროფესიონალის ქსელს. ეს შესაძლებლობას მოგცემთ გაცვალოთ იდეები, გაუზიაროთ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა თქვენს სფეროში. ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ 30,000-ზე მეტ კომპანიას ზრდის პოტენციალის რეალიზაციაში.
პროფესიული განვითარება
ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პროფესიული განვითარება. ჩვენ გვაქვს ტრენინგების კურსი, რომლის საშუალებითაც შეიძენთ ძირითად უნარებს და ტექნიკას, რაც დაგეხმარებათ კარგი საკონსულტაციო მომსახურების გაწევასა და წარმატებულ საკონსულტაციო საქმიანობაში. ეს კურსები მოგცემთ ნოუ-ჰაუს საკონსულტაციო კარიერიდან მომგებიანი ბიზნეს საქმიანობის წარმოებისათვის. ასევე მიიღებთ კარგ რჩევებს, რის სანაცვლოდაც პატარა და საშუალო ბიზნესები მზად არიან გადაიხადონ.
თქვენი გამოცდილების მიუხედავად, ჩვენი ტრეინინგები მოგცემთ საუკეთესო ინსტრუმენტებს წინსვლისათვის და მდგრადი საკონსულტაციო ბიზნესის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა ხართ ექსპერტი, რომელიც მზადაა გამოიყენოს ცოდნა პროფესიული ბიზნეს -კონსულტაციებისათვის; ახალგაზრდა კონსულტანტი, რომელსაც უნდა საკონსულტაციო უნარების განვითარება; საკონსულტაციო ფირმის მმართველი წევრი, რომელსაც სურს ახალი სპეციალიზაციის დაუფლება თუ საკონსულტაციო ბიზნესის მფლობელი, რომელიც ეძებს საკუთარი ბიზნეს მოდელის სრულყოფის გზებს, მიიღებთ თქვენთვის საჭირო ტრეინინგს.
ჩვენ გთავაზობთ 6 კურსს. შეგიძლიათ გაიაროთ ერთი, ოთხი, ან ექვსი. ეს თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი საჭიროებისამებრ. ჩვენი დონორების მხარდაჭერით ტრეინინგების ფასი თითოეული კურსისათვის რეალურ ღირებულებაზე დაბალია.
დააჭირეთ აქ. თუ გსურთ გაიგოთ მეტი ან დაუკავშრდეთ ადგილობრივ ოფისს.
-
საკონსულტაციო ბიზნესის დაწყება;
-
მენეჯმენტის კონსალტინგის საფუძვლები;
-
საკონსულტციო ბიზნესის მართვა;
-
მენეჯმენტის კონსალტინგის სერვისების მარკეტინგი და გაყიდვა;
-
ბიზნეს -დიაგნოსტიკა საკონსულტაციო კომპანიებისათვის;
-
პროექტების მენეჯმენტი საკონსულტაციო კომპანიებისათვის.