საქართველოში, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ჯგუფი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს რომ გაფართოვდნენ და მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ ეკონომიკის კატალიზატორები, ჯერ ადგილობრივად, შემდეგ კი რეგიონის მასშტაბით.
ჩვენს კლიენტებს ვაკავშირებთ
ადგილობრივ კონსულტანტებთან და
საერთაშორისო მრჩევლებთან, რომლებსაც უაღრესად ფართო სპექტრის ბიზნესების ტრანსფორმირების ხელშეწყობა შეუძლიათ. გაფართოების მსურველი უმცირესი კომპანიიდან გლობალური მასშტაბის ბიზნესამდე ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლების, მოაზროვნეების და მრჩევლების გუნდი ეხმარება ჩვენს კლიენტებს წინ გადადგან ნაბიჯი და დაიწყონ გლობალური აზროვნება.
ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა კვების პროდუქტების წარმოება, საცალო და საბითუმო დისტრიბუცია, სამშენებლო და საინჟინრო საქმიანობა. ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ დედაქალაქში. ფაქტობრივად, 28 პროცენტი ჩვენი პროექტების არის თბილისის გარეთ.
არის ეს ახალი ვებგვერდი, ხარისხის მართვის სისტემა, მარკეტინგული სტრატეგია თუ მმართველობის სრულიად ახალი სტრუქტურა, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან, იმ საუკეთესო პროექტის შესარჩევად, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება. შემდეგ, მთელი პროცესის განმავლობაში, დაგეხმარებით ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით, რათა პროექტმა საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს. პროექტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენ დავბრუნდებით, რათა შევაფასოთ განხორციელებეული პროექტის შედეგები. შედეგები კი თავად განსაზღვრავს პროექტის წარმატების ხარისხს.
პროექტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ:
-
ჩვენი კლიენტების 78%-ს გაეზარდა ბრუნვა საშუალოდ 32%-ით, წარმადობა 60%-ით, ბიზნესის გაფართოებასთან ერთად
-
64%-მა შექმნა ახალი სამუშაო ადგილები