თუ თქვენს კომპანიას შეუძლია სარგებელი მიიღოს კონკრეტული სახის ნოუ-ჰაუს მეშვეობით - ტექნიკური ცოდნით, მაგალითად, ვებგვერდის შესაქმნელად, ან ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დასანერგად, რომელიც ISO სტანდარტებს შეესაბამება, ჩვენ შეგვიძლია რიგი პროექტების მხარდაჭერა. ეს, როგორც წესი, მოიცავს კვალიფიცირებულ ადგილობრივ კონსულტანტებთან მუშაობას და ხშირად, დაახლოებით ოთხიდან ექვს თვემდე გრძელდება.
კონსულტაციები მოიცავს კომპეტენციის კონკრეტულ სფეროებს, ესენია:
-
სტრატეგია
-
მარკეტინგი
-
ორგანიზაცია
-
ოპერაციები
-
ტექნოლოგია
-
საინჟინრო გადაწყვეტები
-
ხარისხის მართვა
-
ფინანსური მართვა
-
ენერგო ეფექტურობა და გარემოს დაცვა
იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, ჩვენი სპეციალისტები გამოიყენებენ უახლეს საუკეთესო პრაქტიკას და აზროვნებას ამ სფეროებში. ჩვენ პირადად ვიცნობთ ჩვენს 244 საკონსულტაციო კომპანიას და ისინი აკმაყოფილებენ ჩვენს მკაცრ სტანდარტებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, რათა თქვენი ბიზნესისთვის უმაღლესი ხარისხის კონსულტაციები უზრუნველვყოთ. ჩვენი მიზანია თითოეულ ქვეყანაში ბიზნეს კონსულტაციებისთვის კონკურენტუნარიანი და ძლიერი ბაზრის შექმნა, რომელიც გააგრძელებს არსებობას ჩვენი დახმარების გარეშე.
ჩვენ დავფარავთ პროექტების ხარჯების ნაწილს, რაც განისაზღვრება საწარმოს ზომით, ადგილმდებარეობით და საკონსულტაციო მომსახურების ტიპით, რომელიც საწარმოს სჭირდება.