თუ თქვენ საერთაშორისო დონეზე გსურთ კონკურენცია, ჩვენ ასევე გვაქვს მუშაობის შესაძლებლობები საერთაშორისო კონსულტანტებთან, რომლებსაც გააჩნიათ 15 წელზე მეტი ხნის მაღალი დონის მენეჯმენტის გამოცდილება იმავე დარგში. ის გაგიზიარებთ მის ნოუ-ჰაუს უშუალოდ თქვენ და თქვენს მენეჯმენტის გუნდს, რათა დაეხმაროს თქვენს კომპანიას, გახდეს უფრო ძლიერი და შეიმუშაოს ზრდის ჯანსაღი სტრატეგია.
ეს პროექტები ითვალისწინებს საწარმოს ყოველი ასპექტის სტრატეგიულ შესწავლას, გაყიდვებიდან და მარკეტინგიდან დაწყებული, ექსპორტის, ინვესტიციების და ფინანსური და სტრატეგიული დაგეგმვის ჩათვლით. ჩვენი საერთაშორისო კონსულტანტები ამ დარგში საკუთარ მდიდარ გამოცდილებას მოიტანენ - მათ იციან უახლესი პროცესები და ტექნოლოგიები, რომლებიც კარგად მუშაობს. ისინი აღმასრულებელი მენეჯმენტის თანამდებობებზე მუშაობდნენ და ამგვარად, მათთვის გასაგებია შესაბამისი რთული ამოცანები. მათ ასევე იციან მენეჯმენტის მეთოდები, რომლებიც ნამდვილად ეფექტიანია და ასევე, როგორ უნდა მოხდეს მათი ადაპტაცია თითოეული საწარმოს მოთხოვნილებებთან.
ამას გარდა, ჩვენს საერთაშორისო კონსულტანტებს გააჩნიათ დარგობრივი კონტაქტების ქსელი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში იქმნებოდა, რომლებიც ხშირად აკავშირებენ მიმწოდებლებს/მყიდველებს და პარტნიორებს და პოულობენ ახალ ბაზრებს. ჩვენ 1,500-ზე მეტი დარგობრივი ექსპერტი გვყავს 65 ქვეყნიდან ჩვენს მონაცემთა ბაზაში და ჩვენი ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება.
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან ელ-ფოსტით, ან დანიშნოთ შეხვედრა ჩვენს ოფისში და გაესაუბროთ ჩვენს თანამშრომელს.